logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ხვალ ელენე მეტრეველისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სემინარი გაიმართება
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ხვალ ელენე მეტრეველისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სემინარი გაიმართება
14:57 12.12.2019
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდება ცნობილი ქართველი მეცნიერის ელენე მეტრეველისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სემინარი.
მოხსენებას წაიკითხავს თამარ ოთხმეზური, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თემაზე - „კნინოდენითა გემოჲსხილვითა გიჩუენოთ გემოჲ მდინარისა დიდისა“: ანტიოქიის რეგიონის ქართული მწიგნობრული პროცესების რეკონსტრუქციისათვის.

მოხსენებაში შედარებულია XI საუკუნის ორი ქართველი მწიგნობრის, გიორგი მთაწმინდელისა და ეფრემ მცირეს, მოღვაწეობის პერიოდში გადაწერილი ხელნაწერები. რა თავისებურებებით გამოირჩევა და რა სხვაობაა ამ ხელნაწერებს შორის? როგორ ვითარდებოდა ქართული ხელნაწერები და ყალიბდებოდა ახალი ტიპის ქართველი მკითხველი?
მოხსენება ეძღვნება ცნობილი ქართველი მეცნიერის, ელენე მეტრეველის ხსოვნას.

ელენე მეტრეველი გახლდათ ძველი ქართული მწერლობის ისტორიის მკვლევარი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თიუბინგენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, 1968–1988 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ.კეკელიძის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი. ელენე მეტრეველი წლების განმავლობაში იკვლევდა სამწიგნობრო კერების ისტორიას, რასაც შედეგად მოჰყვა მრავალი სამეცნიერო სტატია და ფუნდამენტური ნაშრომები: „მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტროიისათვის“, „ნარკვევები ათონის კულტურულ–საგანამანთლებლო კერის ისტორიიდან“ და „ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი“.დიდი ღვაწლი მიუძღვის მას ხელნაწერთა აღწერილობების გამოცემაში. ელენე მეტრეველის ნაშრომები იბეჭდებოდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ცნობილ სამეცნიერო ცენტრებშიც.

ელენე მეტრეველის არქივი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ღონისძიება ხვალ 15:00 საათზე გაიმართება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა