logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის  ინგლისური ენის   6 თვიანი კურსი  დასრულდა
პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის ინგლისური ენის 6 თვიანი კურსი დასრულდა
14:15 12.12.2019
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის განკუთვნილი ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო 6 თვიანი კურსი დაასრულა. წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები იუსტიციის სასწვლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ გადასცა.

კურსი მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყო და სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და პანკისის ხეობის განვითარების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა. სწავლება ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრში მიმდინარეობდა.

პროექტი მაქსიმალურად მორგებული იყო ადგილობრივების საჭიროებებზე და მიზნად ისახავდა პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის ინგლისური ენის გაუმჯობესების ხელშეწყობას. სწავლების პროცესში თავიდან 36 პირი ჩაერთო, თუმცა, კურსი წარმატებით 12-მა მონაწილემ დაასრულა.

კურსის ბოლოს ფინალური ტესტირებაც ჩატარდა და წარმატებულ მონაწილეებს ინგლისური ენის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება დაემთხვა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ამიტომ სპეციალურად მათთვის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერმა, ანა ვაშალომიძემ ჩაატარა ტრენინგი "სამართალი და ადამიანის უფლებები". ტრენინგის შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა მოინახულეს ეროვნული მუზეუმი.

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის აღნიშნულ კურსზე რეგისტრაცია 2019 წლის აპრილში გამოაცხადა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა