logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 კრწანისის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატა
კრწანისის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატა
13:56 12.12.2019
კრწანისის რაიონს სამი რეკრეაციული სივრცე შეემატა. მათგან ერთი ფონიჭალაში, სადგურის ქუჩის N57-ის მიმდებარედ, ძველი ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, 4 000 კვ. მეტრზე მოეწყო, მეორე - გორგასლის ქუჩის N75-ის მიმდებარედ, ხოლო მესამე - ამავე ქუჩის N39-თან, ნაგავსაყრელად გამოყენებულ ტერიტორიაზე განთავსდა. გორგასლის ქუჩაზე მოწყობილი რეკრეაციული სივრცეების ჯამური ფართობი 1000 კვ. მეტრია.

სამივე რეკრეაციულ სივრცეში დამონტაჟდა ტრენაჟორები, მოეწყო სარწყავი და გარე განათების სისტემები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, გამწვანების ზოლები, საჩრდილობლები და მოსასვენებლი კუთხეები. გარდა ამისა, განთავსდა საბავშვო ზონები ატრაქციონებით და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო.

ახალი რეკრეაციული სივრცეები "ბეგი არტ სტუდიის" ხელმძღვანელმა და ბავშვებმა მოხატეს.

"წლების განმავლობაში, ადგილობრივ მცხოვრებლებს დიდი სურვილი ჰქონდათ, ამ ადგილებში რეკრეაციული სივრცეები მოწყობილიყო, რადგან აღნიშნული ტერიტორიები, ზოგ შემთხვევაში ნაგავსაყრელად იყო ქცეული, ზოგ შემთხვევაში კი მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას საერთოდ არ ჰქონდა დასასვენებელი კუთხე. თანამედროვე სტანდარტის სკვერების მოწყობა კრწანისის გამგეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მეტი რეკრეაციული და დასასვენებელი სივრცე შევუქმნათ მოსახლეობას", - აღნიშნა კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლევან ჯაფარიძემ.

კრწანისის რაიონის გამგეობამ, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, რაიონში მოაწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარა 30 მწვანე სივრცეს, რომელიც ჯამში 3 ჰექტარზეა განთავსებული. ამისათვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 736 400 ლარი დაიხარჯა.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა