logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თეა წულუკიანმა ეროვნული არქივის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მშენებლობა დაათვალიერა
თეა წულუკიანმა ეროვნული არქივის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მშენებლობა დაათვალიერა
16:48 11.12.2019
ეროვნული არქივს სამცხე-ჯავახეთში მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება. ახალციხეში მიმდინარე სარეკონსტრუქციო და საცავის სამშენებლო სამუშაოები დღეს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, დაათვალიერა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე.
ახალციხის რეგიონული არქივი 1962 წელს აშენდა. სამსართულიანი შენობა 524 მ2 -ია. მის არქივსაცავში ამჟამად ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის რაიონების 140 ათასამდე საარქივო საქმეა განთავსებული. შენობის რეაბილიტაცია და ახალი საცავის მშენებლობა 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო. საწყის ეტაპზევე, მიწის სამუშაოებისას, აღმოჩნდა ძველი შენობის ფრაგმენტები. მის შესწავლაში ჩაერთვნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. მათი რეკომენდაციით, საჭირო იყო XVIII-XIX საუკუნეების ნაგებობის ნაშთის კულტურული და არქეოლოგიური ფენების დაცვა-შენარჩუნება. ამის გათვალისწინებით შეიცვალა პროექტის არქიტექტურულ-გეგმარებითი სტრუქტურა ისე, რომ არ დაზიანებულიყო არქეოლოგიური ფენა. შეცვლილი პროექტით მშენებლობა 2019 წლის 2 აპრილიდან განახლდა. რეკონსტრუქციის შემდგომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივი ახალციხის ერთ-ერთი ტურისტული ადგილიც გახდება. მშენებლობისას აღმოჩენილი XVIII-XIX საუკუნეების ნაგებობის ნაშთები შენარჩუნდა და დამთვალიერებელთათვის ღია იქნება.
არქიტექტურული პროექტის მიხედვით, არსებული შენობის რეაბილიტაციასთან ერთად, მის გვერდით შენდება 3-სართულიანი არქივსაცავი, რომელიც შენობას პანორამული დერეფნებით დაუკავშირდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ შენობის საერთო ფართი 1200 მ2 იქნება, გაიზრდება საცავის ტეროტორიაც, აქ დაცულ დოკუმენტებს დაემატება ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის საარქივო ფონდები და საქმეთა რაოდენობა 250 ათასს გადააჭარბებს.
შენობა სრულად აღიჭურვება გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის თანამედროვე სისტემებით, ინვენტარითა და ავეჯით. მოქალაქეთათვის მოეწყობა სამკითხველო დარბაზი, კეთილმოეწყობა ეზო და მიმდებარე ტერიტორია.
მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული შპს "ხომერიკი და კომპანია" ახორციელებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა