logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ტალინში ქართული დიზაინით გაფორმებული სკვერი გაიხსნა
ტალინში ქართული დიზაინით გაფორმებული სკვერი გაიხსნა
16:21 11.12.2019
ესტონეთის რესპუბლიკაში, ქ. ტალინში საქართველოს ელჩმა, არჩილ ყარაულაშვილმა და ტალინის მერმა, მიხაილ კილვარტმა, ტალინის ცენტრში ქართული დიზაინით გაფორმებული სკვერი "რაუას მწვანე სივრცე" გახსნეს. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს ტალინის ცენტრალური უბნის გამგებელმა, ვლადიმერ სვეტმა და არქიტექტორმა, ტიინა ტუულიკმა.

საქართველოსადმი მიძღვნილ სკვერში გასულ წელს ესტონეთის რესპუბლიკაში 1920-1921 წლებში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა. "რაუას მწვანე სივრცე", საქართველოს პირველი ოფიციალური წარმომადგენლობის მისამართის, ნარვა მანტეს 20 ნომრის სიახლოვეს სიმბოლურად შეირჩა, რადგან სასტუმრო "როომა", სადაც წარმომადგენლობა იყო განთავსებული, 1944 წლის 9-10 მარტის დაბომბვის შედეგად განადგურდა.

ორივე ინიციატივა (მემორიალური დაფის გახსნა და ქართული დიზაინის ბაღის დაარსება) ესტონეთში საქართველოს საელჩოს ეკუთვნის, რომელიც საელჩოს ძალისხმევით, ტალინის მერიასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მისივე მხარდაჭერით, ასევე თბილისის მერიის თანადგომით განხორციელდა.

სკვერის ქართული დიზაინი არქიტექტორ ტიინა ტუულიკის მიერ იქნა მომზადებული. ბაღის ცენტრში განთავსებულია მოედანი ბორჯღალის ილუსტრაციით, ბორჯღალის ირგვლივ თბილისის მერიის მიერ სპეციალურად აღნიშნული სკვერისთვის მოწოდებული სკამები განთავსდა, წარწერით "თბილისი".

საქართველოს ელჩმა სიტყვით გამოსვლისას მადლიერება გამოხატა ამ ინიციატივის აღსრულებაში ჩართული ყველა უწყების, განსაკუთრებით, ტალინის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სამსახურების მიმართ, მხარდაჭერისა და ზემოხსენებული პროექტის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა