logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია:  მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მთის შვილებმა, მთაში დაბადებულმა ადამიანებმა ღირსეულად შეძლონ მთაში ცხოვრება
გიორგი გახარია: მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მთის შვილებმა, მთაში დაბადებულმა ადამიანებმა ღირსეულად შეძლონ მთაში ცხოვრება
15:38 11.12.2019
მსურს, სრული პასუხისმგებლობით დაგპირდეთ, რომ ყურადღება მთის მიმართ, მთის განვითარებისა და მთის შვილების მიმართ გაიზრდება, იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ და შევასრულოთ ჩვენი პოზიტიური ვალდებულება, მთაში დაბადებულ ამაყ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, ღირსეულად იცხოვროს და განავითაროს თავისი ოჯახი, თავისი შვილები მთაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მთას საქართველოს ისტორიაში, კულტურაში და თვითმყოფადობაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.


"დიდი პატივია ჩემთვის, მქონდეს საშუალება, მთის შვილებს მივულოცო დღევანდელი დღე. მთას საქართველოს ისტორიაში, კულტურაში, საერთოდ ჩვენს თვითმყოფადობაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველაფერი ჩვენს კულტურაში თითქმის დაკავშირებულია მთასთან და მთის შვილებთან. სტუმარ-მასპინძლობაც, ბევრი ჩვენი ისეთი ხასიათი, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოგვატანინა თავი, მაგრამ დღეს ჩვენთვის, მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ მთის შვილებმა, მთაში დაბადებულმა ადამიანებმა ღირსეულად შეძლონ მთაში ცხოვრება. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ მიიღო და შექმნა კანონი საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ. სწორედ ამიტომ შეიქმნა მთის ეროვნული საბჭო და სწორედ ამიტომ დაარსდა მთის განვითარების ფონდი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერ-მინისტრის თქმით, მთის მიმართ ყურადღება გაორმაგდება, მთა უნდა გახდეს მდგრადი, უნდა გაჩნდეს ეკონომიკა, შეიქმნას კომპანიები, რომლებიც მოემსახურებიან მთელს ქვეყანას და ექნებათ ექსპორტის პოტენციალიც.
"ეს შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს, არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მთის მომხიბვლელობას ძალიან დიდი ძალა აქვს ტურისტებისთვის. ამ მიმართულებით, დღეს ქვეყანა და მთავრობა ბევრს აკეთებს. ისეთი ლოკაციები, როგორიც არის მესტია, ყაზბეგი, უშგული, თრუსო, გარდა იმისა, რომ თითოეულმა ქართველმა უნდა ნახოს და იცოდეს ეს რა არის - უნდა ვანახოთ მთელს მსოფლიოს. უნდა ვანახოთ, როგორ იქმნებოდა ქართული ხასიათი, როგორ იქმნებოდა ქართული ტრადიციები. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო მთის შვილებს, თითოეულ თქვენგანს, რომელიც აქ ხართ, ან არ ხართ და მთაში ხართ. გვესმის, რამდენად მტკიცე ხასიათია საჭირო, რომ მთელი წლის განმავლობაში ძალიან მკაცრ, ბუნებრივ გარემოში იცხოვრო. გარდა ამისა, ბევრი თქვენგანი სახელმწიფოს ემსახურება. თქვენ ამყარებთ ჩვენს საზღვრებს რასაც დამატებითი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მაღალმთიანი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ხელისუფლება სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორის არის ის, რომ პირველი იანვრიდან მთაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პენსიონერები 263 ლარ პენსიას მიიღებენ, ხოლო პირველი ივლისიდან -300 ლარს.
"პირველი იანვრიდან მთაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული ჩვენი ღვაწლმოსილი პენსიონერები უკვე 263 ლარ პენსიას მიიღებენ, ხოლო პირველი ივლისიდან 300 ლარს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ იმ სოციალურად მნიშვნელოვან დახმარებაზე, რომელსაც დღეს ჩვენ მთის შვილებს ვუწევთ, როგორიც არის მაგალითად ელექტროენერგიის გადასახადზე დახმარება, მაღალმთაში მასწავლებლებისთვის სპეციალური დანამატის გაკეთება, ისევე, როგორც მედიკოსებისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაღალმთაში დაბადებული ახალშობილებისთვის ფინანსური მხარდაჭერა ერთი წლის განმავლობაში," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა