logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
2019 წელს 100-მდე გარემოსდაცვითი მმართველი გადამმზადდა
2019 წელს 100-მდე გარემოსდაცვითი მმართველი გადამმზადდა
15:19 11.12.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში "გარემოსდაცვითი მმართველის" სასწავლო კურსი გაიმართა, რომელიც ხელს უწყობს ნარჩენების მართვის სფეროში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებას.

"გარემოსდაცვითი მმართველის" სასწავლო კურსი, რომლის მიზანია კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, კომპანიებისთვის შესაბამისი კადრების გადამზადება, 2019 წელს 100-მდე დაინტერესებულმა პირმა გაიარა როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან და მათი ძირითადი ნაწილი დასაქმებულია ამ მიმართულებით. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

"ნარჩენების მართვის კოდექსი" კომპანიებს, რომლებიც წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტ არასახიფათო, 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენს წარმოქმნიან, ეკისრებათ ვალდებულება, ჰყავდეთ ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირი - "გარემოსდაცვითი მმართველი".

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით გარემოსდაცვითი მმართველისთვის შემუშავებულია შესაბამისი მოდული, რომელიც ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ ყველა მოთხოვნას ითვალისწინებს. სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კომპანიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

სასწავლო პროგრამა "გარემოსდაცვითი მმართველი" 2015 წელს დაიწყო. კურსის ფარგლებში დღემდე სულ 400 კადრი გადამზადდა, რომლებსაც შეუძლიათ კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება, განახლება, განხორციელების ორგანიზება და ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე თვითმონიტორინგი და შიდა კონტროლი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა