logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გლდანის პატარა ტბის განვითარების სამომავლო პერსპექტივების განხილვის მიზნით, საჯარო შეხვედრა გაიმართება
გლდანის პატარა ტბის განვითარების სამომავლო პერსპექტივების განხილვის მიზნით, საჯარო შეხვედრა გაიმართება
13:38 11.12.2019
გლდანის პატარა ტბის განვითარების სამომავლო პერსპექტივების განხილვის მიზნით, სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმის ფარგლებში, 14 დეკემბერს საჯარო შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმა ევროპის საბჭოს დახმარებით ჩამოყალიბდა და მიზნად ისახავს რეკრეაციული სივრცეების განვითარების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფას.

„თქვენ იცით, თუ რამდენად დიდ ყურადღებას უთმობს დედაქალაქის მერია რეკრეაციულ სივრცეებს, ეს იქნება არსებულის მოწესრიგება თუ ახალი დასასვენებელი სივრცეების შექმნა.

სადაც ამის შესაძლებლობაა, მერიის შესაბამისი სამსახურები და გამგეობები მაქსიმალურად ცდილობენ, დედაქალაქის მასშტაბით,მეტი გამწვანებული და დასასვენებელი ადგილები შეიქმნას. ევროსაბჭოს დახმარებით ჩვენ ვიწყებთ საპილოტე პროექტის განხორციელებას. თქვენ იცით, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რაცმისასალმებელია. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ დავაფუძნეთ სპეციალურიპლატფორმა, სადაც სამოქალაქო ჩართულობის შესაძლებლობა იქნება.

ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს მონაწილეობა და გამოხატოს თავისი მოსაზრებები სხვადასხვა ადგილების განვითარებაზე, შეუძლია ჩაერთოს.

პირველ შეხვედრაზე განიხილება გლდანის ტბის სამომავლო განვითარების შესაძლებლობები. ეს შეხვედრა 14 დეკემბერს, 10:00 სთ-ზე, გლდანის პროფესიული განვითარების კოლეჯში გაიმართება. მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს ამ პროცესებში ჩართვის სურვილი, ესენი შეიძლება იყვნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, ადგილობრივი მოსახლეობა. მობრძანდით, ჩაერთეთ და ერთად განვიხილოთ გლდანის ტბის განვითარების კონცეფცია. დარწმუნებული ვარ, განხილვაში მონაწილეობის ინტერესი ბევრს ექნება. რაც უფრო მეტი ადამიანი, მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება ჩართული, რა თქმა უნდა, მისასალმებელი იქნება და დარწმუნებული ვარ, ამ ჩართულობის ინტერესი ბევრს ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა