logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: ტაქსებზე განთავსებული რეკლამისთვის არავინ ჯარიმდება, თუკი ეს რეკლამა სწორად არის განთავსებული
კახა კალაძე: ტაქსებზე განთავსებული რეკლამისთვის არავინ ჯარიმდება, თუკი ეს რეკლამა სწორად არის განთავსებული
12:54 11.12.2019
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ტაქსის მძღოლები საკუთარ ავტომანქანებზე რეკლამის განთავსების გამო არ ჯარიმდებიან.

მისი თქმით, საპატრულო პოლიცია ჯარიმას წერს იმ შემთხვევაში, თუკი რეკლამა განთავსებულია ავტომანქანის იმ ნაწილზე, რომელიც რეგულაციაში გაწერილი არ არის ან ტაქსი მთლიანად შეფუთულია სხვადასხვა სახის რეკლამით.

„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საპატრულო პოლიციამ დაიწყო დაჯარიმება ტაქსის მძღოლების, რომლებსაც საკუთარ ავტომობილებზე რეკლამა აქვთ განთავსებული. მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო და ხაზი გავუსვა იმას, თუ როგორია ტაქსების ვიზუალური სტანდარტი, რომელიც ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ იქნა შემუშავებული.A კატეგორიის ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის. მას აქვს რეკლამის განთავსების შესაძლებლობა, თუმცა გამოყოფილია კონკრეტული ადგილები ავტომობილზე, სადაც უნდა განთავსდეს რეკლამა.

როგორც ხდება ხოლმე, თავიდან ტაქსის მძღოლებს არ სჯეროდათ, ზოგს შეიძლება არ მოსწონდა ან არ ჰქონდა სურვილი, რომ მის ავტომანქანაზე რეკლამა განთავსებულიყო. არადა ვუხსნიდით, რომ ეს მათთვის შემოსავლის დამატებითი წყარო იქნება. დღეს რა მივიღეთ? - ქალაქში მოძრაობენ თეთრი ფერის ტაქსები, რომლებზეც ყველგან რეკლამაა გადაკრული. ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია და სცდება იმ ვიზუალურ სტანდარტს, რომელიც ჩვენ მიერ იქნა დამტკიცებული. შესაბამისად, საპატრულო პოლიციის მიერ სწორად იქნა ჯარიმები გამოწერილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ კიდევ ერთხელ განმარტოს ტაქსის ვიზუალური სტანდარტი და ტაქსის მძღოლებს მიაწოდოს ინფორმაცია, რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან.

„მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომმთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ გააკეთოსგანმარტებები ამასთან დაკავშირებით, მივაწოდოთ ტაქსის მძღოლებს ინფორმაცია. ჩვენ მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია ისედაც გვაქვს. ქალაქში გადაადგილდებიანისეთი ტაქსები, რომლებიც თეთრი ფერისაა, მაგრამბამპერი აქვთ სხვა ფერის. ეს ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს. მე ვიცი, რომ მათ ამასთან დაკავშირებითsms-ები ყოველდღიურად ეგზავნებათ და თუ არ მოაწესრიგებენ, დაჯარიმდებიან.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რეკლამისთვის, რა თქმა უნდა, არავინ დაჯარიმდება, მაგრამ რეკლამის განსათავსებელი ადგილი პირდაპირ გაწერილია იმ რეგულაციებში, რომელიც შემუშავდა. მოცემულია კონკრეტული ადგილები, სადაც თქვენ შეგიძლიათრეკლამა განათავსოთ და არასწორია ის, რომ ავტომობილი მთლიანად რეკლამებით შეფუთოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა