logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პილოტური პროექტი იწყება
ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პილოტური პროექტი იწყება
11:45 11.12.2019
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) პილოტური პროექტის საკოორდინაციო შეხვედრას დაესწრო.
როგორც ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, პილოტური პროექტი სამინისტროს სააუზო მართვის გეგმების სგშ-ს განხორციელების კუთხით შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება.

„ევროკავშირის დაფინანსებით ვიწყებთ ახალ პროექტს, რომელიც წყლის სექტორში სტრატეგიული დოკუმენტებისთვის სტრატეგიული შეფასების ჩატარებას გულისხმობს. პროექტი საშუალებას მოგვცემს გამოვავლინოთ რა პრობლემების წინაშე ვდგავართ და რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათი დაძლევისთვის. პროქტის განხილვის ეტაპზე, შემუშავდება სტრატეგიული შეფასების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც სამინისტროს წყლის სექტორში სტრატეგიულ დოკუმენტებზე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების განხორციელებაში დაეხმარება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

საკოორდინაციო შეხვედრის მიზანი დაინტერესებული მხარეებისთვის სგშ-ს პილოტური პროექტის ამოცანების, მოსალოდნელი შედეგების და ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის მომზადების პროცესისგაცნობა იყო. შეხვედრის მონაწილეებმა ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის სგშ-ს პილოტური პროექტის განხორციელების დადებითი მხარეები და ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორები განიხილეს.

პილოტური პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერარის ინიცირებული და ევროკავშირის პროგრამის „წყლის ინიციატივა პლუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს პარტნიორი სახელმწიფოების მიერ წყლის რესურსების სექტორში განსახორციელებელი რეფორმების გრძელვადიანი ხედვების ჩამოყალიბებას.

საპილოტე პროექტს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE)და ევროპული კონსორციუმი (ავსტრიის გარემოსდაცვითი სააგენტო (ავსტრია) და წყლის საერთაშორისო ოფისის (საფრანგეთი)) ახორციელებენ.

შეხვედრას გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საერთაშორისო და დონორი ორგანზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა