logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პროექტი  - „საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება“  დღეს ოფიციალურად დაიხურა
პროექტი - „საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება“ დღეს ოფიციალურად დაიხურა
15:30 10.12.2019
10 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CDA) და ჩეხეთის საბაჟო უწყების მხრდაჭერით განხორციელებული პროექტის - "საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება" დახურვის ცერემონია გაიმართა.
შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ჩეხეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებას, ასევე ესწრებოდა ბატონი იერი პრეცლიკი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე საქართველოში. დასრულებისას ქართველმა და ჩეხმა კოლეგებმა ორწლიანი პროექტით მიღებული შედეგები შეაჯამეს.
აღნიშნულ ღონისძიებაზე, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ უწყების სახელით, ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მჭიდრო მხარდაჭერისთვის, მადლობის სიგელები გადასცა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CDA).
,,მსურს გულითადი მადლობა გადავუხადო ჩეხ კოლეგებს განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, მონდომებისა და ყურადღებისთვის რამაც პროექტის წარმატება განაპირობა. მსმენია, რომ გარდა არაჩვეულებრივი კოლეგიალური თანამშრომლობისა პროექტის ყველა მონაწილეს მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, რაც ორმაგად დასაფასებელია", - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.
მისი თქმით, საბაჟოს მიმართულებით დაგეგმილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი რეფორმებისა და სიახლეების განხორციელება.
,,მოხარული ვიყავი გამეგო ჩემი თანამშრომლებისგან, რომ ჩეხეთის მთავრობა კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას მხარში დაგვიდგეს სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. მით უფრო, რომ უკვე არსებობს სამმხრივი თანამშრომლობის არაჩვეულებრივი გამოცდილება", - აღნიშნა ლევან კაკავამ.
აღნიშნული პროექტი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში 2017 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. პროექტის ფარგლებში, კინოლოგიის სამსახურს 9 სამსახურებრივი ძაღლი და სხვადასხვა დანიშნულების საწრთვნელი აღჭურვილობა გადაეცა. ამასთან, ქართულ ენაზე ვრცელი კინოლოგიის სახელმძღვანელო ითარგმნა და სამმა კინოლოგ-ოფიცერმა სასწავლო კურსი ჩეხეთში გაიარა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა