logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ 30 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო
ლევან დავითაშვილი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ 30 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო
12:37 10.12.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ 30 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.

ლევან დავითაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციას საიუბილეო თარიღი მიულოცა და აღნიშნა, რომ „მწვანეთა მოძრაობას“ გარემოსდაცვითი მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება დაუგროვდა.

„მწვანეთა მოძრაობას“ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და მწვანე დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ბევრი მათი ინიციატივა დღეს უკვე სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია. „მწვანეები“ აქტიურად აგრძელებენ სხვადასხვა გარემოსდაცვითი მიმართულებით მუშაობას. იმედი მაქვს, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას, როგორც წყლის მართვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ტყეზე ზრუნვის, ისე ნარჩენების სწორად მართვისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ საიუბილეო კონფერენციაზე, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო ჩხობაძემ 30 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მწვანეთა მოძრაობა პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომელიც საბჭოთა პერიოდში საქართველოში დაარსდა. ნინო ჩხობაძემ იმ გარემოსდაცვით მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელზეც ორგანიზაცია დღეს მუშაობს.

საიუბილეო კონფერენციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და სოლომონ პავლიაშვილი, ორგანიზაციის ყოფილი წარმომადგენლები და „მწვანეთა მოძრაობის“ დამფუძნებლის, ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა