logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნა და დანერგვა ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა
ლევან დავითაშვილი: ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნა და დანერგვა ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა
13:40 07.12.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ (მგვ) შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო.

„კანონპროექტის შემუშავების პროცესი იყო საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით, მოხდა ნარჩენების მართვის შესახებ კანონმდებლობის ევროდირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იცვლება საქართველოში ნარჩენების მართვის მიდგომები. ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტში გარკვეული კორექტირება შევა. თუმცა ჩვენ, მაქსიმალურად შევეცადეთ, გაგვეთვალისწინებინა ყველა დაინტერესებული მხარის - სახელმწიფოს, თვითმმართველობისა და ბიზნესის მოსაზრებები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვა შემდეგი სპეციფიკური ნარჩენების - შესაფუთი ნარჩენები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, გამოყენებული ზეთები, აკუმულატორები და ბატარეები, საბურავები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები - მართვას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემუშავებულია ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და ეროვნული სამოქმედო გეგმა.

საკანონმდებლო პაკეტში არსებულ ტექნიკურ რეგლამენტებზე მუშაობა ევროკავშირის, USAID-ის, SIDA-ს დახმარებით, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით განხორციელდა. შემაჯამებელი განხილვის ორგანიზატორები კი USAID-ის და CENN–ის წარმომადგენლები იყვნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა