logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: განათლების საერთაშორისო ცენტრი ჭეშმარიტად ინტელექტუალური ოქროს ფონდია
მიხეილ ჩხენკელი: განათლების საერთაშორისო ცენტრი ჭეშმარიტად ინტელექტუალური ოქროს ფონდია
16:09 06.12.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ცენტრის დირექტორმა, ნინო ჭელიძემ, საზოგადოებას მიმდინარე და ახალი სასტიპენდიო სქემების, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა და ცენტრის საქმიანობის ახალ პერსპექტივებზე ისაუბრა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას ცენტრის საქმიანობა დადებითად შეაფასა. მინისტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში მიიღონ განათლება. მიხეილ ჩხენკელმა ჩართულობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებსაც ცენტრის წარმატებასა და ქვეყნის ადამიანური რესურსის განვითარებაში უზარმაზარი წვლილი შეაქვთ.

„როდესაც გაჩნდა განათლების საერთაშორისო ცენტრის ჩამოყალიბების იდეა, აქტიურად ვიყავი ჩართული და მოხარული ვარ, რომ ეს ცენტრი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებული მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის დროსაც შეიქმნა ეს ცენტრი, მადლობა მაია ცქიტიშვილს, რომელიც დიდ მზრუნველობას იჩენს ამ ცენტრის მიმართ. უდიდესი მადლობა ქალბატონ ნინო ჭელიძეს და ცენტრის თითოეულ თანამშრომელს. ეს არის უზარმაზარი შრომა და პასუხისმგებლობა. განათლების საერთაშორისო ცენტრი ჭეშმარიტად ინტელექტუალური ოქროს ფონდია.

ცენტრის ბენეფიციართა ჩართულობა საგანმანთლებლო სისტემაში არის და იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. თითოეულ სტიპენდიატს მოგეცათ შესაძლებლობა, გესწავლათ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და, ამასთანავე, მიგეღოთ ამ უნივერსიტეტებში აკადემიური ცხოვრების გამოცდილებაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. თქვენი გამოცდილება ჩვენი უნივერსიტეტებისთვის საჭირო და აუცილებელია“, - განაცხადა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2019 წელს 170 გამარჯვებული გამოავლინა და ჯამურად, 6 წლის განმავლობაში, 850-ზე მეტი სტიპენდია გასცა. მიმდინარე წელს ბენეფიციართა საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფომ 7 332 391 ლარით დააფინანსა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა