logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე გლდანის რაიონის გამგებლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
კახა კალაძე გლდანის რაიონის გამგებლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
16:07 06.12.2019
გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ რაიონის მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაციას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

თბილისის მერის განცხადებით, გლდანის რაიონის გამგეობას 2020 წელს გაზრდილი ბიუჯეტი ექნება, რაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის დაიხარჯება.

„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო გლდანის რაიონის გამგებელს, ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩართული იყვნენ სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში. უკვე განხორციელებული პროექტები კარგია, მაგრამ უნდა ვიფიქროთ მომავალზეც, თუ რას ვგეგმავთ შემდეგ წელს. 2020 წელს გლდანში გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯება, ვინაიდან უფრო გაზრდილი ბიუჯეტი იქნება, ვიდრე 2019 წელს. ვიცი, რომ ბევრია გამოწვევა, პრობლემა არა მხოლოდ გლდანში, არამედ მთელი თბილისის მასშტაბით, რომელიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა. ქალაქი აუცილებლად შეიცვლება და როდესაც ჩვენი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, ყველა პროექტი თითოეული თბილისელისთვის თვალშისაცემი იქნება. ქალაქი იქნება განახლებული ინფრასტრუქტურითა და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც ყველაზე სწრაფი და კომფორტული გახდება. გვაქვს პრობლემები, ასევე, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ეკოლოგიისა და მწვანე სივრცეების მიმართულებით, მაგრამ ამასაც მოვერევით და მოვაწესრიგებთ. ერთიანი ძალისხმევით ყველა პრობლემა დაიძლევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გლდანის გამგებელმა რაიონის მოსახლეობას, სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო დამსწრე საზოგადოებას ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ძირითადი პროექტები გააცნო. მისი თქმით, 2020 წელს გამგეობის ბიუჯეტი იზრდება, რომლის საშუალებითაც, ბევრად უფრო მასშტაბური პროექტები განხორციელდება.

გამგებლის განცხადებით, 2018-2019 წლებში რაიონის მასშტაბით, საგზაო სამუშაოები 150 მისამართზე ჩატარდა; წყალარინების ქსელი ცხრა მისამართზე მოეწყო; ბავშვთა გასართობი მოედნები 60 მისამართზე განთავსდა; ექვს მისამართზე აშენდა გრუნტის დამჭერი კედელი; ჩატარდა გამწვანების სამუშაოები; მოეწყო და რეაბილიტირდა 15 სკვერი; გამაგრდა საერთო სარგებლობის 30 ავარიული აივანი; ცხრა მისამართზე შშმ პირებისთვის ელექტროპანდუსი დამონტაჟდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, გლდანის რაიონში მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 78 სპორტულ მოედანს; 57 მისამართზე დამონტაჟდა ტრენაჟორები; 42 მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეებისა და ბილიკების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა; 25 მისამართზე განთავსდა უსაფრთხოების მოაჯირები.

გლდანის რაიონის მოსახლეობის ჩართულობით, მეხუთე მიკრორაიონის N17–N8 კორპუსებს შორის ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, სადაც საზოგადოებრივი სივრცე მოეწყო; „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, 300 პროექტი დაფინანსდა; მოსახლეობის ჩართულობით, კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო 22 ღონისძიება გაიმართა.

ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 42 089 247 ლარი დაიხარჯა.

გლდანის რაიონის გამგებლის საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მთავრობის წევრები, საკრებულოს წარმომადგენლები და გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა