logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გენადი მარგველაშვილმა და ელისაბედ რუდმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული ქუთაისის N17 საჯარო სკოლა დაათვალიერეს
გენადი მარგველაშვილმა და ელისაბედ რუდმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული ქუთაისის N17 საჯარო სკოლა დაათვალიერეს
16:04 06.12.2019
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელისაბედ რუდმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული ქუთაისის N17 საჯარო სკოლა დაათვალიერეს.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბედ რუდი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელმძღვანელები და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქუთაისის N17 საჯარო კოლის საზეიმო გახსნას დაესწრნენ.

ქუთაისის N17 საჯარო სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ იქნა რეაბილიტირებული. რეაბილიტაციის შედეგად სასწავლო გარემო 1430 მოსწავლისთვის გაუმჯობესდა. ამას გარდა სკოლაში მოეწყო ლაბორატორიები და აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკით.

ფონდის დახმარებით და დაფინანსებით საქართველოს მასშტაბით რეაბილიტაცია 91 სკოლას ჩაუტარდა. იმერეთის რეგიონში 17 სჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. აქედან 8 საჯარო სკოლა არის ქუთაისში.

იმერეთის რეგიონში სკოლების რეაბილიტაციისთვის ჯამში 10 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება აღჭურვილია საბუნებისმეტყველო საგნებისთვის საჭირო თანამედროვე ლაბორატორიით.

სკოლების რეაბილიტაცია გულისხმობს ყველა კომპონენტის სრულ შეცვლას, რეაბილიტაციას და ასევე სკოლების აღჭურვას საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით, კომპიუტერული ტექნიკით, ბიბლიოთეკებით და ა.შ.

„განსაკუთრებული მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის აღორძინება. საზოგადოების წარმატებულ მომავალზე ზრუნვა ერის ღირსების საქმეა და ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. ადამიანი ღირსეული მაშინ არის, როდესაც ის სწორ, გამჭვირვალე, ქვეყნის კეთილდღეობისთვის საჭირო განათლებას მიიღებს და ამ განათლების გამოყენებას ისწავლის. ეს კი თავისუფალ და დემოკრატიულ სამყაროში ცხოვრების გარანტია.
ამერიკის მხარდაჭერა ამ 27 წლის განმავლობაში ყოველთვის დიდი იყო და იმედი მაქვს მომავალშიც ასე იქნება.“ - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა