კიკეთში დამხმარე ნაგებობის კედლის ჩამონგრევის შედეგად 4 წლის ბავშვი დაიღუპა და 2 ადამიანი დაშავდა.
როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, დაშავებულები სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა კლინიკებში გადაიყვანეს. არასრულწლოვანი იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.
ნაგებობა მაშინ ჩამოინგრა, როცა იქ ბავშვები თამაშობდნენ. დაშავებულთა შორისაა იმ 10 წლის ბავშვის მამაც, რომელიც იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. იგი შემთხვევის ადგილიდან ბავშვების გამოყვანას ცდილობდა.

















