logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მედიააკადემიის საჯარო ლექცია - საგარეო პოლიტიკა და დიპლომატიის როლი კონფლიქტების მოგვარებაში
მედიააკადემიის საჯარო ლექცია - საგარეო პოლიტიკა და დიპლომატიის როლი კონფლიქტების მოგვარებაში
10:42 06.12.2019
როგორ გავაშუქოთ საერთაშორისო კონფლიქტები, რა უნდა ვიცოდეთ დიპლომატიასა და საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების შესახებ - ამ თემაზე პრაღიდან დაბრუნებულმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ - მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მედიააკადემიაში საჯარო ლექცია გამართა.

როგორია საქართველოს საგარეო პოლიტიკა და რა როლი აქვს დიპლომატიურ სამყაროს კონფლიქტების მოგვარებაში, რა სირთულეები უძღვის ხოლმე პრაღაში „აბაშიძე-კარასინის“ მოლაპარაკებებს, რა შედეგები მოაქვს აღნიშნულ ფორმატს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის - სწორედ ამ მნიშვნელოვან თემებზე ესაუბრა ზურაბ აბაშიძე მედიის წარმომადგენლებს.

ლექციის ფარგლებში, პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს იმის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რა როლი აქვს თავად მედიას ასეთი სენსიტიური და მნიშვნელოვანი თემების გაშუქებისას.

მედიააკადემიაში გამართულ საჯარო ლექციაზე, გარდა რუსეთ საქართველოს ურთიერთობისა, ზურაბ აბაშიძე ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს წევრობის პერსპექტივაზეც ესაუბრა ჟურნალისტებს.

ზურაბ აბაშიძე 2000-2004 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო რუსეთის ფედერაციაში, მანამდე კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 1993-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს ელჩად ბენილუქსის ქვეყნებში და ხელმძღვანელობდა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მისიას.

ზურაბ აბაშიძე ავტორია წიგნისა „ნატო და საქართველო: უტოპიიდან რეალობამდე“.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა