ხვალ, 6 დეკემბერს, სასტუმრო "იოტაში" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი კულტურული მარშრუტების პირველი
ტრენინგაკადემიის დახურვის ცერემონიას დაესწრება.
ტრენინგი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის ორგანიზით იმართება. მისი მიზანია ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის ძირითადი მახასიათებლების გაცნობა ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებულ მარშრუტში ჩართული ადგილობრივი უწყებების, მენეჯერებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის. ტრენინგზე განხილული იქნება კულტურული მარშრუტების ჩამოყალიბების, განვითარების, მართვისა და დაფინანსების საკითხები.
ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება.

















