ხვალ, 6 დეკემბერს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი პროფესიული
განათლების მიმართულებით განხორციელებულ საინფორმაციო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას გახსნის.
პროფესიული განათლების სისტემაში საგანმანათლებლო სერვისების ხელმისაწვდომობაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით ერთთვიანი საინფორმაციო კამპანია განხორციელდა.
დასკვნითი ღონისძიება 10:00 საათზე დაიწყება.

















