საქართველოს საკალათბურთო ნაკრები „ევრობასკეტის“ საკვალიფიკაციო ტურნირში ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ, ჯგუფის აუტსაიდერთან, ჰოლანდიის ნაკრებთან სტუმრად 88:91 დამარცხდა.
თუმცა, ქართველ კალათბურთელებს ამ თამაშის მოგებისა და პირველი წრის D ჯგუფში პირველი ადგილით დასრულების კარგი წინაპირობა ჰქონდა.
საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი იოლად 47:39 მოიგო. მესამე მეოთხედში დაცვაში სუსტი და არაორგანიზებული თამაშის შედეგად კი, მეტოქემ ოთხი სამქულიანი სროლა შეასრულა და 55:53 დაწინაურდა.
მეოთხე მეოთხედის დასკვნით 10 წუთში დაცვაში ქაოტური თამაშის გამო ვერ მოხერხდა დაწინაურება და საქართველოს ნაკრები 3 ქულით დამარცხდა.
საქართველომ წაგებით პირველობა გაუმყარა ბოსნიას, რომელიც სტუმრად დაამარცხა.
ქართველი კალათბურთელები მომდევნო შეხვედრას 3 სექტემბერს რუმინეთში გამართავენ.

















