კომპანია თელასის ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო
6 დეკემბერს, 10:30 საათიდან 17 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება ნაძალადევის რაიონის მიმდებარე ტერიტორიას: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, სერგი ჭილაიას, ვარდისუბნის, ქვიშხეთის და არბოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონს: ქვემო ალექსეევკის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების I, II, III მიკრორაიონების და მაისურაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
15 საათიდან 18 საათამდე: ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონს: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, ალვანის, ლომოურის, სამოქალაქოს, ცუცქირიძის, კარდენახის, აბდუშელიშვილის, შემოსავლის, ალექსანდრე წულუკიძის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, რიგის, ჯავახეთის, შანდორ პეტეფის და 17 შინდისელი გმირის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, კასპის, ტვიშის, უშაკოვის, ყვარლის, მთისძირის, ამირეჯიბის, მესხეთის, შალვა მშველიძის, წალენჯიხის, მიქელაძის, გეზათის, ტოლენჯის, რატილის, ქვის სახლის და მეტეხის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდუბის რაიონს: წერეთლის გამზირის, ლუბლიანას, გიორგი ტერევერკოს, მიხეილ ჭიაურელის და ჩაჩავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონს: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
15 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ დავით სარაჯიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება ვაკის რაიონს, კერძოდ ილია ჭავჭავაძის გამზირს.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონს: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სიფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, გელოვანის და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

















