logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კინოთეატრ “ამირანში“ ფილმის - “ღვინის ნულოვანი მერიდიანი” - პრემიერა გაიმართება
კინოთეატრ “ამირანში“ ფილმის - “ღვინის ნულოვანი მერიდიანი” - პრემიერა გაიმართება
16:47 05.12.2019
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, 2019 წლის 5 დეკემბერს, კინოთეატრ “ამირანში“ ნანა ჯორჯაძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის - “ღვინის ნულოვანი მერიდიანი” - ეროვნული პრემიერა გაიმართება.

ფილმი შექმნილია საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და "მარანი ხეცურიანი"-ს ფინანსური მხარდაჭერით.

სცენარის ავტორია თამარ ბართაია, რეჟისორი - ნანა ჯორჯაძე, იდეის ავტორი - შალვა ხეცურიანი, დამდგმელი ოპერატორი - მიხეილ კვირიკაძე, აღმასრულებელი პროდიუსერი - ჟანა სარდლიშვილი.

ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა ვაჟი, ემიგრაციაში წასვლას გეგმავს, რადგან თვლის, რომ ამ ქვეყანას მისი უკეთესი მომავლისთვის არანაირი პოტენცია არ გააჩნია. მამის თხოვნით, გამგზავრებას დროებით გადადებს და წინაპართა ნაკვალევზე მასალების შეგროვებას იწყებს. ასე აღმოჩნდება ,,ღვინის გზაზე’’ და ამ გზაზე საკუთარ სამშობლოსაც აღმოაჩენს.

ფილმმა - „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“- უკვე მოიპოვა ჯილდოები და ნომინირებული იყო საერთაშორისო კინოფესტივალებზე:

• London Independent Film Awards, გაერთიანებული სამეფო
• Los Angeles Film Independent Film Festival Awards, აშშ
• Hollywood International Independent Documentary Awards, აშშ
• Hollywood International Moving Pictures Film Festival, აშშ
• Barcelona Planet Film Festival, ესპანეთი
• DOCFEED, ნიდერლანდები
• Phoenix Film Festival Melbourne, ავსტრალია
• Festival International Oenovideo, საფრანგეთი
• MOST. Festival Internacional De Cinema del Vi i el Cava, ესპანეთი
• Wine Country Film Festival, აშშ
ამჯერად ფილმის ჩვენება გაიმართება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ ამირანში:

• 2019 წლის 5 დეკემბერს - 21:00 სთ-ზე

• დამატებითი ჩვენება 10 დეკემბერს - 19:30სთ-ზე და 20:30 სთ-ზე.

სხვა დამატებითი შეკითხვებისთვის დაუკავშირდით საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ადმინისტრაციას: 557908884 (ნესტან მიქაძე)

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა