logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ისნის რაიონის გამგებელმა საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარადგინა
ისნის რაიონის გამგებელმა საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარადგინა
13:25 05.12.2019
ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ რაიონის მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, 2020 წელს დედაქალაქს გაზრდილი ბიუჯეტი ექნება, რომლის საშუალებითაც, ქალაქის ყველა რაიონში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება.

„ქალაქში ძალიან ბევრი პრობლემაა, არსებობს სერიოზული გამოწვევები, თუმცა ჩვენ მათ არ ვუშინდებით. დარწმუნებული ვარ, ყველა გამოწვევას და პრობლემასღირსეულად გადავლახავთ. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოთხი წლისთავზე - როდესაც ჩვენიუფლებამოსილებაამოიწურება, ჩვენი ქალაქის ყველა რაიონი განსხვავებულიიყოს.ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები თბილისელებისთვისთვალშისაცემი იქნება. 2020 წლისთვის საინტერესო პროექტები გვაქვს დაგეგმილი. ბიუჯეტიც განსხვავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა მოგვეცემა. რაც შეეხება თავად მუნიციპალიტეტს, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებიყველა რაიონში სხვადასხვა ტიპის პროექტსახორციელებენ. პირადად მე და ჩემი თანაგუნდელები პირობას გაძლევთ, ყოველთვის ვიქნებით ხალხის სამსახურშიდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს გაცილებით ლამაზი, კეთილმოწყობილი, გამართული ინფრასტრუქტურით, გამწვანებული, ახალი სკვერებითა და პარკებით, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, განახლებული მეტროთი და ყველა იმ პრობლემის მოგვარებით, რაც ყველას, თითოეულ თბილისელს გვაწუხებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ისნის რაიონის გამგებელს განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რადგან თქვენი მხარდაჭერა, თანადგომა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს დამატებითი სტიმულია პირადად ჩემთვის, ჩემი თანამშრომლებისა და თანაგუნდელებისთვის. ჩვენი ქვეყანა, დედაქალაქი აუცილებლად განვითარდება და წინ წავა. მინდა, რაიონის გამგებელს, კახა ლაბუჩიძეს წარმატებები ვუსურვო. პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პრობლემები, რომელიც რაიონს აწუხებს, ძალიან მალე მოგვარდეს და გამოსწორდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ისნის რაიონის გამგებელმა ადგილობრივ მოსახლეობას, სამთავრობო და კერძო სექტორს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო დამსწრე საზოგადოებას ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ძირითადი პროექტები გააცნო.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქალაქში სხვადასხვა საინტერესო პროექტი განხორციელდა. უკვე აღინიშნა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გვეძლევა საშუალება, რაიონში უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ. გაზრდილი ბიუჯეტით მეტ პრობლემას გადავჭრით და აღნიშნულ თანხებს რაიონის მოსახლეობის საჭიროებებსმოვახმართ“, - აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.

გამგებლის განცხადებით, 2018-2019 წლებში ისნის რაიონში - ავლაბარში, ნავთლუღსა და ვაზისუბანში ინფრასტრუქტურული მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. კერძოდ, საგზაო სამუშაოები 187 მისამართზე შესრულდა. მათ შორის, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა45 ქუჩას,ხოლო 24 მისამართზეასფალტის საფარი პირველად დაიგო; მოეწყო და რეაბილიტირდა 21 ახალი სკვერი; ჩატარდა გამწვანების სამუშაოები; მოეწყო სხვადასხვა დასასვენებელი და საბავშვო გასართობი სივრცე, რომლებიც შშმპირთათვის ადაპტირდა.

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ისნის რაიონის ტერიტორიაზე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 22 სპორტული მოედანი და 20 ფიტნეს ზონა.ასევე, შვიდი მისამართიდან რაიონის მოსახლეობა მერის ინიციატივას გამოეხმაურა. მათი თხოვნით, გამგეობამ 104 ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა, მათ ნაცვლად კი სკვერები და სპორტული მოედნები მოაწყო.

გარდა ამისა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში, 274 პროექტი განახორციელა. მათ შორის, კაპიტალურად გამაგრდა ექვსი ავარიული საცხოვრებელი სახლი, 89 მისამართზე სახლის სახურავი შეიცვალა, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 70 მისამართზე ჩატარდა, რეაბილიტირდა და განახლდა 19 ლიფტი; მოსახლეობის ჩართულობით, სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა;საცხოვრებელი ფართები და მიწის ნაკვეთები 136 ოჯახს დაუკანონდა.

ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 32 945 150 ლარი დაიხარჯა.

ისნის რაიონის გამგებლის საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მთავრობის წევრები, საკრებულოს წარმომადგენლები და ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა