გარემოსდაცვითი განათლების კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტი 1 სექტემბერს გრიგოლეთში, საბუნებისმეტყველო მიმართულების ახალი სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, პრეზენტაცია უნივერსიტეტის საზღვაო კვლევების ცენტრის შენობაში შედგება.
პროექტი, რომელიც GIZ-ს მხარდაჭერით ხორციელდება, ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსების მართვის, მეტყევეობის, როგორც სამეცნიერო, ასევე, ბიზნესის მიმართულებით სამაგისტრო სწავლების განვითარებას გულისხმობს.
ახალი ინტერდისციპლინური, საერთაშორისო სამაგისტრო კურსები გიოტინგენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის დახმარებით მომზადდა.
ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების ბაკალავრიატის, ასევე, მენეჯმენტის, სოციალურ და ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერებათა პროგრამების კურსდამთავრებულთათვისაა გათვალისწინებული.

















