ხვალ, 5 დეკემბერს, ხელოვნების სასახლეში, მედიასაშუალებებისთვის პროექტის "კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში" ღია რეპეტიცია ჩატარდება. რეპეტიციას მსოფლიოში
სახელგანთქმული გერმანელი მევიოლინე კოლია ბლახერი და აშშ-ში მცხოვრები თურქი პიანისტი ოზგურ აიდინი ჩაატარებენ.
"კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში" 6-14 დეკემბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ელისო ვირსალაძის კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით წელს მეორედ ჩატარდება და მასში მონაწილეობას საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები და მსოფლიოში გამოჩენილი მუსიკოსები მიიღებენ.
რეპეტიცია 12:30 საათზე დაიწყება.
საკონტაქტო პირი: ჯაბა სიხარულიძე 577288787
მის: კარგარეთელის #6

















