logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 „ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტური დასაქმების ფორუმი გამართა
„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტური დასაქმების ფორუმი გამართა
15:06 04.12.2019
"ვისოლ ჯგუფმა" "ფაბრიკაში" სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა და ახალგაზრდებს დასაქმების რეალური შანსის გარდა, "ვისოლ ჯგუფის" შვილობილ კომპანიებში - "ვისოლში", "სმარტში", "ვენდიში", "დანკინ დონატსში" და "ვიანორში" სტაჟირების გავლისა და ცნობილი ტრენერის პაატა პაპავასა და კომპანიის დამფუძნებლებისგან მასტერკლასების მოსმენის საშუალება მისცა.
"ვისოლ ჯგუფის" განვითარების ტემპების პროპორციულად იზრდება მოთხოვნა პროფესიონალ კადრებზე. მოხარული ვართ, რომ საშუალება გვაქვს, საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების გამორჩეულ სტუდენტებს მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა "ვისოლ ჯგუფის" შვილობილ კომპანიებში. "ვისოლ ჯგუფის" კორპორაციული კულტურა ითვალისწინებს, რომ კომპანიის წარმატების ისტორიას თითოეული თანამშრომელი ქმნის. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ წარჩინებული სტუდენტები საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას სრულად შეძლებენ ისეთ წარმატებულ ბიზნესჯგუფში, როგორიც "ვისოლ ჯგუფია". ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ მათთან ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს", - აცხადებს "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
"ვისოლ ჯგუფის" დასაქმების ფორუმზე სამსახურის დაწყების შანსის გარდა, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოისმინონ მასტერკლასები ცნობილი ტრენერის პაატა პაპავასა და კომპანიის დამფუძნებლებისგან, ამავე დროს "ვისოლ ჯგუფში" დასაქმებულმა წამყვანმა პროფესიონალებმა გაუზიარეს სტუდენტებს საკუთარი კარიერული წინსვლის გამოცდილება და ამისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.
5000-მდე თანამშრომლით "ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. "ვისოლ ჯგუფი" ყველა თანამშრომელს თანაბრად აძლევს განვითარებისა და შესაძლებლობების გამოვლენას საშუალებას. სწორედ ამიტომ, კომპანიამ 2011 წელს ჩამოაყალიბა "ვისოლ ჯგუფის" აკადემია, სადაც ჯგუფის ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება აქვს, აიმაღლოს კვალიფიკაცია, ახალი კომპეტენციები შეიძინოს და დაწინაურდეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა