logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 მშრალ და ზაარბრიუკენის ხიდებს შორის ასფალტის საფარის ქვედა ფენის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
მშრალ და ზაარბრიუკენის ხიდებს შორის ასფალტის საფარის ქვედა ფენის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
14:44 04.12.2019
პროექტ "ახალი ტფილისის" მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მშრალ და ზაარბრიუკენის ხიდებს შორის ასფალტის საფარის ქვედა ფენის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. სამუშაოების შედეგს დედაქალაქის მერი კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

"მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების დამაკავშირებელი გზა ქვედა ფენებში უკვე დამთავრებულია. ცალმხრივად უკვე დღეიდან გაიხსნება. 9 დეკემბერს ზედა ფენებიც იქნება მოწყობილი და შესაძლებელი იქნება გადაადგილება. რაც შეეხება დედაენის ბაღისა და 9 მარტის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გაზაფხულზე მთლიანად დასრულდება. ძალიან კარგი პროექტი გამოდის, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ განახლებული აღმაშენებელი ამ გზით უკავშირდება განახლებული ორბელიანის მოედანს. ერთი ძალიან დიდი ტურისტული სივრცე იქნება, რაც ვფიქრობ, ქალაქისთვის მნიშვნელოვანია და დამატებითი მიზიდულობის ცენტრი იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში დედაენისა და 9 მარტის ბაღები ერთმანეთს საფეხმავლო გვირაბით დაუკავშირდება. ასევე, აღნიშნულ ბაღებში ახალი ხე-მცენარეები დაირგვება და ტერიტორია სრულად კეთილმოეწყობა.

ამ ეტაპზე მშრალი ხიდის განაპირა ბურჯების, თაღის მალის ნაშენის ქვისა და აგურის წყობის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ბოძკინტების მონტაჟი და გვირაბის შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები. გარდა ამისა, ხორციელდება ზაარბრიუკენის ხიდის კამარების სარეაბილიტაციო და საფეხმავლო ნაწილზე ბაზალტის ფილების მოწყობის სამუშაოები.

სამუშაოების ფარგლებში იგეგმება რეაბილიტირებული არეალის კეთილმოწყობაც, რაც გულისხმობს მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველი ნივთებით სავაჭრო სივრცის მოწესრიგებას.

პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება და აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება. მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები კი 2020 წლის გაზაფხულის ბოლოს დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 7 მილიონ ლარამდე შეადგენს.
თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე ტოგონიძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ზარქუა და სხვა პირები.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა