logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ტექსტილის კომპანიების ჩართულობით ახალი პროფესიული პროგრამები დაინერგება
ტექსტილის კომპანიების ჩართულობით ახალი პროფესიული პროგრამები დაინერგება
12:56 04.12.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტექსტილის მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელზეც სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და შესაბამისი პროფილის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია პროფესიული განათლების მიმართულებით კვალიფიციური კადრების მომზადება, რომლებიც ბაზრის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ და სწრაფად დასაქმდებიან. ამისათვის პროფესიულ კოლეჯებსა და კერძო კომპანიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა უნდა არსებობდეს, მათ შორის, პროფესიული პროგრამების შემუშავების დონეზეც.

შეხვედრაზე ტექსტილის კომპანიების წარმომადგენლებმა საკუთარი საჭიროებები გამოკვეთეს და შესაბამისი მიმართულების პროფესიული პროგრამის შექმნაში მონაწილების მზადყოფნა გამოთქვეს. თავის მხრივ, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ სამინისტრო მზად არის, დააფინანსოს ტექსტილის კომპანიების საჭიროების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მოსამზადებელი პროფესიული პროგრამები.

„დღეს ქალბატონ ნათია თურნავასა და მე ტექსტილის მწარმოებელმა კომპანიებმა დეტალურად გაგვაცნეს დარგში არსებული პრობლემატიკა. მათ აღნიშნეს, რომ ინდუსტრიაში არის მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე. ჩვენ განვიხილეთ არსებული გამოწვევები და შევთანხმდით, რომ შემუშავდება კონკრეტული პროფესიული პროგრამებიმაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად, რაც ამ დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს,“- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

შეხვედრის დროს მხარეები თანამშრომლობის დეტალებზე შეთანხმდნენ და მომავალი სამუშაო შეხვედრები დაგეგმეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა