logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გოჩა ინგოროყვა: მივესალმები საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის რეალურ ტარიფებს
გოჩა ინგოროყვა: მივესალმები საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის რეალურ ტარიფებს
12:28 04.12.2019
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის, “მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა” დირექტორი გოჩა ინგოროყვა საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის რეალური ტარიფების დაწესებას მიესალმება.

"გასულ კვირას ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა კლინიკებთან, სადაც განხილული იყო საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის #520 დადგენილება. შეხვედრა გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში, სადაც განხილული იყო ახალი ტარიფები და სავარაუდო ხარვეზები. შეხვედრა წარიმართა დიალოგის რეჟიმში, რაც მისასალმებელია. მივიღეთ კონკრეტული დავალება, რომ ჩვენი მხრიდან დათქმულ ვადაში წარმოდგენილი იქნება 2018-19 წლის შესყიდვებზე დეტალური ინფორმაცია და საინვოისო ხელშეკრულებები, რის შემდეგაც გაგრძელდება შეხვედრები, აღნიშული დოკუმენტაცია სამინისტროში მიწოდებული იქნება უახლოეს დღეებში. ჩვენი შეხედულებით ასეთი დამოკიდებულება შედეგს გამოიღებს", - აღნიშნა გოჩა ინგოროყვამ.

მისი თქმით, ფასების დადგენა და ერთიანი ტარიფიკაციის სისტემა კლინიკებს მისცემს ჯანსაღი კონკურენციის საშუალებას.

"ის კლინიკები, რომლებიც 2013 წლიდან ჩართული არიან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში დღემდე სერვისის მიწოდებას ახორციელებდნენ ძველი ტარიფების მიხედვით და არ იყო ამის განახლების საშუალება, მაშინ როდესაც ახლად შექმნილი კლინიკები უკვე სახელმწიფოსთვის ფასის მიწოდებას ახდენდნენ მიმდინარე ხარჯთაღიცხვაზე დაყრდნობით. ეს თავისთავად კლინიკებს არათანაბარ პირობებში აყენებს. აქედან გამომდინარე ერთიანი ტარიფიკაციის სისტემა კლინიკებს შეუქმნის თანაბარი კონკურენციის პირობებს.სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ურთიერთანამშრომლობა გამოიღებს დადებით შედეგს, სადაც გათვალისწინებული იქნება ორივე მხარის პოზიცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნება პაციენტის ინტერესი, მიიღოს მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში", - განაცხდა გოჩა ინგოროყვამ.

ცნობისთვის: 20 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის #520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა