საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის II კორპუსში, ხვალ კორნელი კეკელიძის სახელობის
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტალური და ბიომედიცინის ცენტრი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
ასევე გაიხსნება ფოტოგამოფენა „ერეკლე II ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“.
გამოიფინება ერეკლე II-ის კანცელარიის მიერ გაცემული უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანი საბუთები, იშვიათი ხელოვნებით გამშვენებული სიგელები, მეფის იარაღისა და სკივრში დაცული გამორჩეულად საყვარელი ნივთების ჩამონათვალი, წერილები ცნობილ ქართულ საგვარეულოებთან, აღმოსავლეთისა და ევროპის მონარქებთან და სხვ.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოფენა 6 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

















