კახეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს გარე
განათების ახალი ბოძებისა და სანათი მოწყობილობების მონტაჟი, გარე განათების საკაბელო საჰაერო ქსელის მიწისქვეშ განთავსება - ქსელის მოწყობა და არსებული ძველი ქსელისა და ბოძების დემონტაჟი.
აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დეკემბერში, კახეთის გზატკეცილზე, გარე განათება სხვადასხვა მონაკვეთში პერიოდულად გაითიშება.
სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს.

















