თბილისის ზოგიერთ ქუჩას ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 17:00 საათამდე ლამისყანის, დიღომბარის, დავითაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, ალექსეევკის დასახლების, ხვედელიანის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ენერგომომარაგება დაბა წყნეთს, ილია ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II კვარტალს, გუდამაყრის, ჩარგლის, გვაზაურის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
10-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია ასევე, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის II კვარტალს, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტალს, ჯავახეთის და მიმდებარე ქუჩებს, გლდანის მასივის II მიკრორაიონს შეეზღუდება.
ქვესადგურში „მცირე ნავთლუღი” სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11-დან 14:00 საათამდე შუქი მოსკოვის გამზირს, კახეთის გზატკეცილს, ჩოლოყაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, ლერწმის, სახალხოს, სამგორის, ჯავახეთის, მეველის, ნადარეიშვილის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.

















