logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკატერინე ტიკარაძე: სასამართლოში არსებობს არაერთი დავა კლინიკასა და პაციენტს შორის როდესაც პაციენტს არ შეუძლია დაამატოს ის დანამატი, რომლებსაც ითხოვდნენ კლინიკები პაციენტისგან
ეკატერინე ტიკარაძე: სასამართლოში არსებობს არაერთი დავა კლინიკასა და პაციენტს შორის როდესაც პაციენტს არ შეუძლია დაამატოს ის დანამატი, რომლებსაც ითხოვდნენ კლინიკები პაციენტისგან
21:00 27.11.2019
სასამართლოში არსებობს არაერთი დავა კლინიკასა და პაციენტს შორის როდესაც პაციენტს არ შეუძლია დაამატოს ის დანამატი, რომლებსაც ითხოვდნენ კლინიკები პაციენტისგან,- ამის შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინსიტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, იმ კლინიკებისთვის , ვისაც სურვილი აქვთ მიიღონ მონაწილეობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ფასი იქნება დადგენილი.

,,განვმარტავ, რამ მიბიძგა ამ რეფორმის განხორციელებისკენ - ცხელ ხაზზე არაერთი ზარი შემოდიოდა, ასევე სასამართლოში არსებობს არაერთი დავა კლინიკასა და პაციენტს შორის, როდესაც პაციენტს არ შეუძლია დაამატოს ის დანამატი, რომლებსაც ითხოვდნენ კლინიკები პაციენტისგან მაშინ, როდესაც არ იყო დადგენილი ფასი. სწორედ ამ შემთხვევაში, პაციენტი იქნება გარანტირებული და მას წინასწარ ეცოდინება რა ანაზღაურება უნდა გადაიხადოს კლინიკაში და ის იქნება მზად ამ ანაზღაურებისთვის. ის კლინიკები, ვისაც სურვილი აქვთ მიიღონ მონაწილეობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ამ კლინიკებისთვის ფასი იქნება დადგენილი.ჩვენ დავიცავით პაციენტის უფლებები, ფასებში არ შეგვიტანია ცვლილება. ეს მოხდა ძალიან აპრობირებული მეთოდით ფინანსისტებისთვის, შევაჯერეთ ფასები და არ ყოფილა ფასების გასაშუალოება. უბრალოდ, იმ სახარჯ მასალებისა და ხელფასების კომბინაციით დავთვალეთ ერთი მანიპულაციის ღირებულება, რომელიც გახდება ხელმისაწვდომი პაციენტისთვის და ყველა ქირურგისთვის“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


როგორც ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, პაციენტისთვის სარგებელი, ეს იქნება პირველ რიგში ფინანსური თანასწორობა, რაც მისი თქმით ძალიან მნიშვნელოვანია

,,ჩვენ შევისწავლეთ გეგმიური და მწვავე ოპერაციების თანაფარდობა საქართველოში. ეს არაერთხელ გავაჟღერე და მოცემულობა არის არასახარბიელო, ვინაიდან მსოფლიოს პრაქტიკით მწვავე ოპერაციების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 %-ს, საქართველოში კი მწვავე ოპერაციების ოდენობა არის 80 %. რა თქმა უნდა ესეც დასარეგულირებელია და ჩვენ ამ კუთხითაც ვიმუშავებთ კლინიკებთან, რომ გავაძლიეროთ პირველადი რგოლი, თუ ეს გამოწვეული არის პირველადი რგოლის სისუსტით და შესაბამისად გეგმიური ოპერაციების წილი გავზარდოთ, რაც რა თქმა უნდა სახელმწიფოსგან და პაციენტის მხრიდანაც ფინანსების დაგეგმარებას შეუწყობს ხელს და გახდის ბერვად ეფექტურს, პროცესი იქნება გამჭირვალე და დაგეგმვადი. რაც შეეხება თანაფარდობას, ჩვენი სისტემის დღევანდელი პრობლემა ძირითადად წარმოქმნილია ამ ბაზრის არათანაბარი გადანაწილებით, რაც გულისხმობს შემდეგს - ჩვენ ვიმუშავეთ სტატისტიკაზე და გვაქვს შემდეგი მონაცემები, რომ საქართველოში 2018 წლის მანძილზე ჩატარდა სულ 4 500 კარდიოქირურგიული ოპერაცია. ეს იმ პირობებში, როდესაც სახეზე გვაქვს 72 კარდიოლოგიური კლინიკა. თუ აქ საშუალო მაჩვენებელს გამოვიყვანთ, ვნახავთ, რომ მხოლოდ 12 ოპერაცია ტარდება დღიურად საშუალოდ. სტენტირების კუთხითაც ჩართულია 72 კლინიკა, წლიურად ტარდება 20 000 ინტერვენცია, რაც საშუალოდ 53 დღიურ ინტერვენციას გულისხმობს. ეს ცალსახად მიუთითებს ბაზარზე კლინიკების რაოდენობის სიჭარბეზე და რა თქმა უნდა, გაიზრდება კონკურენცია. პაციენტი თანაბარი ტარიფების პირობებში აირჩევს უკეთეს ექიმს და უკეთეს კლინიკას, რაც ამ კლინიკებში უკვე შექმნის ნაკადების და მოცულობის მეტ რაოდენობას. კლინიკის შემოსავალს გახდის უფრო ეფექტურს და ის თანხა, რომელიც მათ დღეს სარისკოდ მიაჩნიათ, მათთვის აღარ იქნება რისკის შემცველი“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა