logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა ეროვნული სატყეო პროგრამის პლენარული შეხვედრა გახსნა
ლევან დავითაშვილმა ეროვნული სატყეო პროგრამის პლენარული შეხვედრა გახსნა
12:00 27.11.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის მე-6 პლენარული შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა ტყის ახალი კოდექსის, როგორც სექტორში პოლიტიკის გამტარებელი დოკუმენტის მნიშვნელობაზე და ყურადღება ტყის მდგრად მართვაზე გაამახვილა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ტყის ინვენტარიზაცია და ტყის საინფორმაციო სისტემა სექტორში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს აქტიური მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებული ყურადღება გერმანიის მთავრობის მხრიდან სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„საქართველოს ტერიტორიის 40% ტყის საფარია. მისი მოვლა ჩვენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და მოვალეობაა. ჩვენ, პარტნიორი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების დროს, პარტნიორებთან ეფექტიანი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე, ტყის მართვასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა - საქართველოს ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, დაცული ტერიტორიების სააგენტომ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, აჭარის ა/რ სატყეო სააგენტომ - 2019 წელს მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეროვნული სატყეო პროგრამა 2013 წლიდან მიმდინარეობს, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს და რომლის მიზანსაც საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის ხელშეწყობა ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და სოლომონ პავლიაშვილი, სამინისტროს შესაბამისი უწყებების, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა