საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ესტონეთის
მთავრობის, გაეროს ბავშვთა ფონდის, ფონდ „ინოვესა“ და სამინისტროს შორის არსებული სამწლიანი პარტნიორობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე, ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი კაი კაარელსონი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი გახსნიან.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელიც 13:30 საათზე დაიწყება, გაიმართება მიღწეული მიზნების განხილვა - საპილოტე სკოლების დირექტორები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წარადგნენ იმ ცვლილებებს, რაც მათ სკოლებში პროგრამის მიმდინარეობისას განხორციელდა.

















