logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მედიაწიგნიერების წარმატებული თამაში „Happy Onlife“ უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი
მედიაწიგნიერების წარმატებული თამაში „Happy Onlife“ უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი
11:49 26.11.2019
მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობისთვის ევროკავშირის 8 ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად აღიარებული ონლაინ აპლიკაცია და სამაგიდო თამაში „Happy Onlife“ უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. კომუნიკაციების კომისიამ “Happy Onlife”-ის ადაპტირებული ვერსია შექმნა და ქართულ ენაზე თარგმნა. დღეიდან ბავშვებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ აპლიკაციის საშუალებით, გაეცნონ ციფრული მედიის უსაფრთხოდ გამოყენების წესებს. აპლიკაციის მიზანია, ბავშვებმა და მოზარდებმა თამაშით ისწავლონ ონლაინ კონტენტის კრიტიკული შეფასება და ანალიზი. ამავდროულად “Happy Onlife“ ხელს უწყობს მშობლებსა და მასწავლებლებს აქტიურად იზრუნონ ბავშვების მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებაზე და დაიცვას ისინი კიბერბულინგისგან.

“Happy Onlife”-ის აპლიკაციის გადმოწერა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია, IOS და ANDROID სისტემების მობილურ მოწყობილობებსა და პერსონალურ კომპიუტერებში.

გარდა ონლაინ აპლიკაციისა, კომუნიკაციების კომისიისა და განათლების სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობით, „Happy Onlife“-ის სამაგიდო თამაშით, საქართველოს სკოლებში ისწავლიან. თამაში გათვლილია, როგორც დაწყებითი, ასევე უფროსი კლასის მოსწავლეებისთვის. პირველ ეტაპზე „Happy Onlife”-ით ათამდე სკოლაში შეძლებენ სწავლას. თუმცა, ონლაინ აპლიკაცია, როგორც უკვე აღვნიშნეთ ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის.

2018 წელს კომუნიკაციების კომისიას საქართველოს კანონით მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის ფუნქცია დაეკისრა. კომუნიკაციების კომისია განათლების სამინისტროსთან ერთად, 2019 წელს მოზარდებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობით, მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, 5 პროექტს განახორციელებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა