logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კულტურული მემკვიდრეობის საინფორმაციო ბაზისა და პორტალის პრეზენტაცია გაიმართა
კულტურული მემკვიდრეობის საინფორმაციო ბაზისა და პორტალის პრეზენტაცია გაიმართა
09:37 21.11.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატთან თანამშრომლობით, კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი გეოგრაფიული საინფორმაციო ბაზა და პორტალი შეიმუშავა და დანერგა.

გეო საინფორმაციო ბაზის საფუძველზე შექმნილი გეოგრაფიული ინფორმაციული პორტალი - memkvidreoba.gov.ge წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიან მონაცემთა ბაზას ინტერაქტიული რუქით, სადაც განთავსებულია ინფორმაცია ფოტოებით, აღწერილობებითა და ზუსტი მდებარეობით თითოეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის/ობიექტის შესახებ, მათ დაცვით ზონებზე, სამუზეუმო კოლექციებზე, მუზეუმებზე, მუზეუმ-ნაკრძალებზე, კედლის მხატვრობაზე, ქვაზე კვეთილობასა, თუ გამოფენებზე.

პროექტის პრეზენტაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდა, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და პროექტში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოსვლის დროს, მინისტრმა ხაზი გაუსვა კულტურული მემკვიდრეობის სფეროში აღნიშნული პროექტის მნიშვნელობას და სამომავლოდ, მსგავს პროექტებში სტუდენტების აქტიურად ჩართულობის სურვილი გამოთქვა.

"დღეს შედგა უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია. ეს გახლავთ გეო საინფორმაციო სისტემა და გის პორტალი, რომელიც ემსახურება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის აღწერას, დაცვას, ინფორმაციის გავრცელებასა და მართვას. ეს პროექტი მართლაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგანაც ამ პროცესში მოხდა თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვა და განხორციელდა ჩვენი ნორვეგიელი კოლეგების აქტიური ჩართულობით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის. პროექტს გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო კომპონენტი და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროექტის განხორციელებასა და ამ სისტემის ფუნქციონირებაში. ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა, რადგანაც ჩვენი ხვალინდელი დღე დაფუძნებულია სწორედ კულტურულ მემკვიდრეობაზე და ამ უძვირფასეს მემკვიდრეობას თვალის ჩინივით გავუფრთხილდებით“-განაცხადა მინისტრმა.

ღონისძიებას ნორგვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰელენ სანდ ანდრესენი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და სხვადასხვა სამთავრობო და დარგობრივი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის რესურსების მართვისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნის სივრცული ტერიტორიული განვითარებისთვის. პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატს -რიკსანტიკვარენს შორის თანამშრომლობის ფარგლებში და დაფინანსებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა