დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება, რის გამოც დღეს, 00:00 საათიდან
21 ნოემბრის 07:00 საათამდე მერაბ კოსტავას ქუჩის, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი გადაიკეტება.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

















