logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისში, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მე-19 საერთაშორისო გამოფენა  Agro/Food/Drink/Tech/Expo 2019 გაიხსნა
თბილისში, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მე-19 საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech/Expo 2019 გაიხსნა
17:27 20.11.2019
სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-19 საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech/Expo2019 საგამოფენო ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-6 და მე-11 პავილიონებში იმართება.

გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საგამოფენო ცენტრის „ექსპოჯორჯია“ დირექტორმა, რესან ქიქავამ გახსნეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მსგავსი მასშტაბის გამოფენების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერას, რაც დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„თანამედროვე ტექნოლოგიები აუცილებელია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობა დაფუძნებული იყოს ტექნოლოგიებზე, ასოცირდებოდეს განვითარებასთან, პროგრესთან და ინოვაციებთან. ამისთვის, ჩვენ უნდა შევძლოთ და სოფლის მეურნეობაში მეტი ახალგაზრდის ჩართულობა უზრუნველვყოთ. სიმბოლურია, რომ გამოფენა 21 ნოემბერს გაიხსნა, რადგან 2015 წლიდან, სამინისტროს ინიციატივით, 20 ნოემბერს ფერმერის დღეს აღინიშნება. მინდა მივულოცო ჩვენ ფერმერებს ეს დღე და წარმატება ვუსურვო. სამინისტრო აქტიურად მუშაობს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ფერმერებს არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. გასული წლების მსგავსად, სამინისტროს მხარდაჭერით, გამოფენას წელსაც დაესწრებიან ფერმერები საქართველოს ყველა რეგიონიდან. მათ საშუალება ექნებათ დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები მეწარმეებთან, გაეცნონ სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ სიახლეებსა და ახალ ტექნოლოგიებს. ზოგადად, მსგავსი მასშტაბის გამოფენები ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის განვითარებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი და ბელარუსის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი, ასევე საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

მიმდინარე წელს, გამოფენაში 15 ქვეყნის (ავსტრია, ბელარუსი, თურქეთი, იტალია, კოტდიუარი, ლიტვა, მოროკო, პოლონეთი, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა, უნგრეთი, ყაზახეთი, ჩინეთი) 100-მდე კომპანია მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ Agro/Food/Drink/Tech/Expo 2019-ზე თურქეთი, ბელარუსი და სომხეთი წარმოადგენენ ნაციონალურ სტენდებს, სადაც აღნიშნული ქვეყნების ადგილობრივი კომპანიების წარმოებული პროდუქციის ფართო სპექტრია წარმოდგენილი.

მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-19 საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა და მანქანა–დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება და თანამედროვე ტექნოლოგიები.

გამოფენაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით სამინისტროს მიერ შემუშავებულ ყველა პროექტსა და პროგრამას. სამინისტროს მხარდაჭერითა და „ექსპოჯორჯიას“ ორგანიზებით, გამოფენას დაესწრება 850-ზე მეტი ფერმერი საქართველოს ყველა რეგიონიდან.

21 ნოემბერს, გამოფენის ფარგლებში, ჩატარდება კონფერენცია AGROBUSINESS და მოეწყობა სადისკუსიო პანელი თემაზე - სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები და შესაძლებლობები, ასევე გაიმართება სემინარები: აგრობიზნესის დაწყების შესაძლებლობებისა და სუპერმარკეტების ქსელში ქართული პროდუქციის განთავსებისთვის აუცილებელი სტანდარტების შესახებ.

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ა(ა)იპ აწარმოე საქართველოსა და ,,თიბისი ბიზნესისთვის” მხარდაჭერით ტარდება. აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას ადგილობრივ და უცხოელ მწარმოებლებს შორის ბიზნესკონტაქტების დამყარების, წარმოებული პროდუქციის მომხმარებლისთვის გაცნობის და ზოგადად, ქვეყანაში კვების მრეწველობის ინდუსტრიის განვითარების კუთხით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა