logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება
ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება
12:17 20.11.2019
თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდება და ადგილობრივ მცხოვრებლებს დისკომფორტი აღარ ექნებათ.

„ლილოში არსებობს ნაგავსაყრელი, რომელიც უკვე დახურულია. დედაქალაქის ნარჩენები წლების განმავლობაში აქ იყრებოდა. შეიძლება, ჩვენ ქალაქის ცენტრში ან სხვადასხვა უბანში ამ მწვავე პრობლემას ვერ ვგრძნობდეთ, თუმცა სამგორის რაიონისა და ლილოს დასახლებისთვის ეს სერიოზული დისკომფორტია. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით. უკვე შემუშავებულია კონცეფცია. მე ჩემს მოადგილეს, მაია ბითაძეს მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან მისი უშუალო ჩართულობით,შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ამ კონცეფციის ჩამოყალიბება მოხდა. რამდენიმე დღეში კი ვაცხადებთ ტენდერს პროექტირება-სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველ რიგში, გაზშემკრების მოწყობაა მნიშვნელოვანი, რის შემდეგაც, ნაგავსაყრელიდან გამოყოფილი გაზი კონკრეტულ ადგილზე მოთავსდება.

„როგორც გითხარით, არსებული ტერიტორია 2017 წელს დაიხურა. გარდა იმისა, რომ ქარიან ამინდში ნარჩენები გადაადგილდება და დიდ დისკომფორტს ქმნის,ასევე, არის უსიამოვნო სუნი, რადგან ნაგავსაყრელი გამოყოფს გაზს. შესაბამისად, ახლა ტენდერი ცხადდება გაზშემკრებისმოწყობაზე. გაზი რაც გამოიყოფა, მოთავსებული იქნება ერთ კონკრეტულ ადგილზე. ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ეს იქნება დაახლოებით, ორწლიანი პროექტი და მასზე 50-60 მილიონი ლარი დაიხარჯება. „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს, რომეო მიქაუტაძეს აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევა ამ მიმართულებით და ვფიქრობ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით თავს გავართმევთ გამოწვევას და პროექტს დროულად განვახორციელებთ. ის პრობლემა, რომელიც ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ, რაც შეიძლება მალე იქნება მოგვარებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთანავე, კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ კიდევ ერთ პროექტზე იმუშაოს. კერძოდ, გაზის შეკრების მოწყობის შემდეგ, მისი გადამუშავება და ელექტროენერგიის წარმოების დაწყებამოხდეს. ასევე, აღნიშნულ პროექტში ბიზნესსექტორი ჩაერთოს.

„ყველა განვითარებულ ქვეყანაში, როდესაც გაზის შეკრება ხდება, შემდეგ მის გადამუშავებას და ელექტროენერგიის წარმოებას ახდენენ. ვფიქრობ,ეს ბიზნეს სექტორისთვის ძალიან საინტერესო იქნება და აქტიური კომუნიკაციით შეგვიძლია პროექტზე მუშაობა დავიწყოთ. მინდა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ.ჩავრთოთ ბიზნეს სექტორი იმისთვის, რომ შეკრებილი გაზისგან ელექტროენერგიის წარმოება მოხდეს. ამას გამოიყენებს მთელი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა