ღვინის ეროვნულ სააგენტოში დღეს ჟურნალ „Homeland Of Wine“-ის პრეზენტაცია
გაიმართება.
„Homeland Of Wine“ ქართული ღვინის შესახებ პირველი პერიოდული ჟურნალია, რომლის მიზანია ქართული ღვინის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია ქვეყნის ფარგლებში და მის საზღვრებს გარეთ. Homeland Of Wine მკითხველს მოუთხრობს იმ ადამიანებსა თუ კომპანიებზე, რომლებიც ქმნიან ქართულ ღვინოს და მის თანამედროვე ისტორიას.
პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორია მაია ჯავახიშვილი, გამომცემელი მედიაკომპანია „N Line Media“.
პრეზენტაციას ჟურნალის შემოქმედებითი ჯგუფი, ღვინის ეროვნული სააგენტოს და მეღვინეობის ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

















