დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეუწყდა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კერძო სექტორში მიმდინარე გამრიცხველიანების გამო, წყალი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში გორკისა და ქვლივიძის ქუჩებს შეეზღუდა.
ამავე მიზეზით, წყალმომარაგება ჩიქობავას, გოცირიძის, ჩიტაიასა და მიმდებარე ქუჩებს შეუწყდა.
გათიშულ აბონენტებს წყლის მიწოდება 20:00 საათიდან, ეტაპობრივად აღუდგება.

















