თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა ლევან ჯღარკავამ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან დედაქალაქის მერიის სახელით გამაფრთხილებელი
განცხადება გააკეთა.
"როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, გთხოვთ სავალი ნაწილი დაუყოვნებლივ იქნეს გათავისუფლებული", - განუცხადა ლევან ჯღარკავამ აქციის მონაწილეებს.
მერიის წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად ნახევარი საათი მისცა.

















