logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატების გაცემა დაიწყო
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატების გაცემა დაიწყო
12:07 18.11.2019
"ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის" შესაბამისად, რომელიც სამოქალაქო ავიაციის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ევროპული რეგულაციების მიხედვით შეიმუშავა, ავიასამედიცინო ექსპერტის პირველი სერტიფიკატები გაიცა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ექიმ-ინსპექტორის (ავიასამედიცინო შემფასებელი) მიერ, ახალი სტანდარტებით შემოწმდა შპს "აეროპორტის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკის" ბაზაზე მომუშავე ექიმების ფაქტობრივი სამუშაო გარემო, აღჭურვილობა, სამედიცინო კვლევების ჩატარების უნარები და დოკუმენტაციის წარმოება. წინასასერტიფიკაციო პროცესი ასევე მოიცავდა სერტიფიკატის მაძიებელთა კვლევების ჩატარებისათვის საჭირო ცოდნის, გამოცდილების და უნარ-ჩვევების შეფასებას. სააგენტოს ავიასამედიცინო შემფასებლის ანგარიშის საფუძველზე, შპს "აეროპორტის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკის" ოთხ ექიმს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატები გადასცა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ "ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესი" 2019 წლის 8 იანვარს დაამტკიცა. ნორმატიული აქტი შემუშავებულია ევროპული N1178/2011 ე.წ. "ბასიც" რეგულაციის შესაბამისად, რომელიც ადგენს ტექნიკურ მოთხოვნებს და ადმინისტრაციულ პროცედურებს სამოქალაქო ხომალდის ეკიპაჟის წევრებისთვის.

წესის მიზანია ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესება, ავიასპეციალისტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ევროპული სტანდარტების შესაბამისად დადგენის, ასევე, ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების, ავიასამედიცინო ცენტრისა და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების გზით. რეგულაციის მოქმედება ვრცელდება პილოტზე, პილოტ-კურსანტზე, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეზე, მეთვალყურე-შეგირდზე, ბორტინჟინერზე, აერნაოსანზე, ბორტრადისტზე, ბორტგამყოლზე, ავიასამედიცინო ცენტრზე და ავიასამედიცინო ექსპერტზე. ავიასამედიცინო ცენტრისა და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირებას, ასევე მათ საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს.

რეგულაცია დეტალურად განსაზღვრავს ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის კატეგორიებს, სერტიფიცირების პირობებს, ავისამედიცინო ცენტრის, ექსპერტის და სააგენტოს უფლებამოსილებებს, ასევე ავიასპეციალისტის მიმართ წაყენებულ სამედიცინო მოთხოვნებს და ვალდებულებებს. ავიასპეციალისტების სამედიცინო სერტიფიკატები, რომლებიც გაცემულია "ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ" სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №202 ბრძანების შესაბამისად, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

რეგულაციის დანერგვის მეორე ფაზის ფარგლებში, სააგენტო ავიასამედიცინო ცენტრის სერტიფიცირებას განახორციელებს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა