დიდუბის რაიონის გამგეობა საშემოდგომო გამწვანების სამუშაოებს ახორციელებს. ამ ეტაპზე,
სამუშაოები ბრატისლავას სახელობის სკვერში მიმდინარეობს.
კონტრაქტორი კომპანია არსებულ საყვავილე თარგებში 5000 დეკორატიულ პეტუნიას რგავს.
გამწვანების სამუშაოები, ეტაპობრივად, სხვადასხვა მისამართზე განხორციელდება.

















