„ტელემაყურებელთა კავშირი“ საზოგადოებას დღეს კავშირის ინციატივებს გააცნობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „ტელემაყურებელთა კავშირის“ დამფუძნებელი გიორგი კევლიშვილი და „პენ კლუბის“ წარმომადგენელი ირაკლი კაკაბაძე for.ge-ს პრეს-კლუბში ბრიფინგს გამართავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „ტელემაყურებელთა კავშირიდან“ აცნობეს, კავშირი 2012 წლის 3 მაისს, პრესის საერთაშორისო დღეს დაფუძნდა და მიზნად ისახავს მედიის საქმიანობის საზოგადოების ინტერესებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის ხელშეწყობას.
კავშირის სლოგანია "თავისუფალი და სამართლიანი მედიისთვის".

















