logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ველური ბუნების სააგენტო ბუნების მდგრადი მართვის კუთხით უნგრეთის გამოცდილებას გაიზიარებს
ველური ბუნების სააგენტო ბუნების მდგრადი მართვის კუთხით უნგრეთის გამოცდილებას გაიზიარებს
17:09 15.11.2019
უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის მიწვევით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება.

„უნგრეთს დიდი გამოცდილება აქვს ნადირობის ეფექტიანი რეგულირების და სანადირო სახეობების აღწარმოების მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავიზიაროთ მათი გამოცდილება და საქართველოში დავნერგოთ ევროპის ქვეყნების წარმატებული პრაქტიკა, რაც ველური ბუნების მდგრად მართვაში დაგვეხმარება. მისასალმებელია, რომ უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების მართვის დეპარტამენტმა მზადყოფნა გამოთქვა ჩვენს სააგენტოსთან ითანამშრომლოს ბუნების მდგრადი მართვისა და ნადირობის თანამედროვე მეთოდებით რეგულირების შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით“, - აღნიშნა ველური ბუნების სააგენტოს დირექტორმა, რევაზ ბეჟაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ველური ბუნების სააგენტოს წარმომადგენლები უნგრელ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ და ნადირობის მართვის თანამედროვე მიდგომებს უნგრეთის სამონადირეო სფეროს ექსპერტებისგან გაიზიარებენ.

უნგრეთში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის განვითარების (FAO) პროგრამის „ველური ბუნების მართვის შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა