დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 14:00 საათამდე დაბა წყნეთს გაეთიშება.
ენერგომომარაგება 10-დან 16:00 საათამდე მელიქიშვილის გამზირის ნაწილს, ბაქრაძის, კოსტავას, ნიკოლაძის, ახვლედიანის, კობახიძის, მაჭავარიანის, მილორავას, კრჭანისის, ჭოველიძის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
ელექტროენერგია 10-დან 17:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას VI კვარტალს, ქავთარაძის და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო 10-დან 18:00 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირს, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის, მოსაშვილის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
ამავე პერიოდში შეზღუდვა ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონებს, სამღერეთის, ზაქარაიას და მიმდებარე ქუჩებს, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტალს შეეხება.
შუქი 11-დან 16:00 საათამდე გლდანის მასივის VII მიკრორაიონს, ხოლო 11-დან 17:00 საათამდე ონიაშვილის ქუჩას გაეთიშება.

















