logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის განვითარების ფონდი წინამძღვრიშვილის N1-ში ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციას იწყებს
თბილისის განვითარების ფონდი წინამძღვრიშვილის N1-ში ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციას იწყებს
17:10 14.11.2019
თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის ფარგლებში, წინამძღვრიშვილის N1-ის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. მიმდინარე პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ავარიულ საცხოვრებელ სახლს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ფუნდამენტური გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდება.

„წინამძღვრიშვილის ქუჩის N1-ში ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. აღნიშნულ მისამართზე სამი სახლი მდებარეობს, სადაც დაახლოებით, 80 ოჯახი ცხოვრობს. ფუნდამენტური გამაგრების სამუშაოების წარმოების გამო, ავარიული სახლიდან მოსახლეობა გაყვანილი გვყავს. მოქალაქეებს აქ ძალიან მძიმე პირობებში უწევდათ ცხოვრება. სრულ რეაბილიტაციას ორი წელი დასჭირდება, რომლის შემდეგაც, შენობა სრულად კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული იქნება. ეზოც ძალიან ლამაზი გამოვა. სამწუხაროდ, დედაქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე არაერთი შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. მსგავს შენობებს შესაძლებლობების ფარგლებში, ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ ისე, რომ ის ყველაზე ძვირფასი და ლამაზი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია შენობის საძირკვლის გამაგრება, სახურავის აღდგენა, წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა, ფასადის დეკორატიული ელემენტების აღდგენა, ეზოში არსებული ხის აივნების, კიბეებისა და შუშაბანდების რესტავრაცია. ასევე, სახურავზე არსებული შუქ-ფანრების, ეზოში არსებული ლითონის კიბეების, ქუჩების მხრიდან ფასადზე განთავსებული აივნებისა და დაზიანებული ლითონის ორფრთიანი ჭიშკრის რესტავრაცია.

სამუშაოების ფარგლებში, ასევე, იგეგმება ფასადზე არსებული კარ-ფანჯრის ნაწილობრივი გამოცვლა/რესტავრაცია, სადარბაზოს ხის კარების რესტავრაცია, წყალმომარაგების, წყალარინების და ელექტრომომარაგების ქსელის მოწესრიგება და ეზოს კეთილმოწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 657 000 ლარს შეადგენს, რომელსაც შპს „იკორთა 2007“ ახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ 81 მესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება და უძრავი ქონების ღირებულება გაიზრდება. პროექტი 2021 წლის ივნისში დასრულდება.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი ალექსანდრე ტოგონიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე იმყოფებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა